logo
ENG



"აზოვი" - პუტინის კოშმარი - დროება

27 მარ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინელების გმირობაზე რომ წიგნებს დაწერენ და ფილმს გადაიღებენ, ეს უკვე ფაქტია. ზელენსკიზე და მის მთავრობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ ბრძოლის ისტორიას ბევრი კონკრეტული გმირი ეყოლება. ცალკე არა ერთი ამბავი იქნება რუსულ ტყვიებს და ჭურვებს შეწირულ ბავშვებზე, ხარკოვის, ხერსონის, მარიუპოლის და სხვა გმირი ქალაქების შესახებაც. ამ ისტორიაში კი ცალკე გამორჩეული თავად ბატალიონი აზოვი და აზოველების გმირობა იქნება - მითოლოგიური გმირები რეალურ სამყაროში - აზოვის პოლკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ღამის კოშმარი ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისთვის. 


close დახურვა